ეკოცენტრი ეკოდომუსი არის Life Station ტერიტორიის ნაწილი. ეს არის შემეცნებითი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინტერაქტიულ კლასებს ეკოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ასტრონომიის, ორგანული მეურნეობის სფეროებში.
ბავშვები სწავლობენ აქტივობის დროს!
ჩვენი ინოვაციური მეთოდოლოგიით და პროგრამებით, მულტიდისციპლინარული და მდგრადი მიდგომით, ჩვენ ვასწავლით სამეცნიერო კონცეპციებს ისე, რომ ბავშვები ითვისებენ და იმახსოვრებენ.
კლასგარეშე პროგრამები, ზაფხულის ბანაკები, კლასის სემინარები, შოუ ღონისძიებები, სადღესასწაულო წვეულებები, და ბევრი ბევრი სხვა გელოდებათ ეკოდომუსში.
ჩვენი კლასები და კურსების სამუშაო ენებია – ქართული, რუსული და ინგლისური.