რა არის ჩვენი მისია?
ეს არის ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, იმუშაოთ, ისწავლოთ და უბრალოდ ჰარმონიულად იცხოვროთ დედამიწაზე….
როგორ შეგიძლია იცხოვრო ჰარმონიულად, დედამიწასთან, სხვა ადამიანებთან. როგორ შეგიძლია აისრულო შენი ოცნებები, იყო გარშემორტყმული ბედნიერებით და სიმშვიდით, ბუნების წიაღში …
შემოქმედება, სილამაზე, სიმშვიდე – ახლა და აქ არის, ჩვენთვის არის და ჩვენი შემოქმედებისთვის.
ვინ ვართ და სად ვართ?
ჩვენი ორგანული აგროტურისტული ცენტრი მდებარეობს საგურამოში, ( თბილისიდან 15 წუთში მოხვდებით ჩვენთან ).
ჩვენ ვაწარმოებთ ორგანულ პროდუქციას, ვმართავთ “მოკრიფე შენით” პრინციპით ოლოს პლანტაციას, მალე გაეშვება ეკო-კაფე და ეკო-სასტუმრო, თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.
გთავაზობთ საინტერესო დასვენებას, რეგენერაციული და ორგანული სოფლის მეურნეობის კურსებს, ბავშვებისთვის შემეცნებით ეკო-კლასებს, სხვადასხვა მასტერ კლასებს ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის, ტრეკინგ ტურებს მცხეთის მიდამოებში, თბილისის ეროვნულ პარკში და საბადურის ჯადოსნურ ტყეში.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს პირველ ეკოლოგიურ აგროტურისტულ ცენტრში ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის…..